ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას - Palitra News

ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას

2026-04-07 10:06:57+04:00

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება და ასევე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.

ბუდაპეშტში გამგზავრებამდე ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორბანთან შეხვედრაზე, როგორც აშშ-სა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ევროპასა და უკრაინასთან ურთიერთობების საკითხებს განიხილავს.

:მოუთმენლად ველი ჩემს კარგ მეგობართან, ვიქტორთან შეხვედრას. ჩვენ აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს განვიხილავთ”, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.