მედია - სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, პოლიციამ თავდამსხმელები გაანეიტრალა - Palitra News

მედია - სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, პოლიციამ თავდამსხმელები გაანეიტრალა

2026-04-07 14:22:42+04:00

სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან ახლოს სროლის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ.

როგორც CNN TURK-ი სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, „განეიტრალებულია 3 ადამიანი, ხოლო 2 პოლიციელი დაშავდა“.

ასევე, პოლიციის ცნობით, თავდამსხმელთაგან ორი ადგილზე მოკლეს, ხოლო ერთი მათგანი დაიჭრა.

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.