,,ქართული ოცნება’’ ვაშინგტონისგან პირველ ოფიციალურ, შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიმდინარე თვეში, აშშ-ის ჯგუფის ვიზიტზე დიდ მოლოდინებს ამყარებენ. არაერთხელ ითქვა, რომ სწორედ ეს ვიზიტი და მანამდე, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის შემდგარი სატელეფონო ზარი უნდა გახდეს, ურთიერთობის გადატვირთვის პროცესში, ბიძგის მიმცემი. ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებაზე მზაობას ადასტურებს. ოპონენტები კი პოზიტიური მოლოდინების საფუძველს ვერ ხედავენ და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებენ.