გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძემ სტუმარი მიიყვანა პარტიის ლიდერთან - მე თქვენთან სახლში რომ სტუმარი მოვიყვანო და თქვენ იყოთ მთავარი მასპინძელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი როლი დაკნინებულია - ივანიშვილს არც ერთხელ არ გამოუვლენია, რომ ვინმეზე მაღლა დგას - Palitra News

გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძემ სტუმარი მიიყვანა პარტიის ლიდერთან - მე თქვენთან სახლში რომ სტუმარი მოვიყვანო და თქვენ იყოთ მთავარი მასპინძელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი როლი დაკნინებულია - ივანიშვილს არც ერთხელ არ გამოუვლენია, რომ ვინმეზე მაღლა დგას

2026-04-07 15:46:08+04:00

გვიან დაანონსებული ვიზიტი და შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან - ეს ფაქტები ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ აზერბაიჯანის პრეიზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ჩამოსვლის მიღმა იმალება უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ოფიციალური ვიზიტი. ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ჰგავდა უფრო დამალულ ვიზიტს, რასაც შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ოპოზიციის ყურადღება მიიქცია ბიძინა ივანიშვილისა და ალიევის ბიზნეს ცენტრში შეხვედრის კადრებმა. მათი შეფასებით, გამოჩნდა, როგორ მოირგო პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის, როგორც არაფორმალური მმართველის თანაშემწის როლი აზერბაიჯანი სპრეზიდენტთან შეხვედრაზე, რაც ოპოზიციისთვის კონსტიტუციური წესრიგის მოშლის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურება აღმოჩნდა. ქართულ ოცნებაში კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტია. ვის რა კითხვები გაუჩნა ალიევის ვიზიტმა და რა განცხადებები ვრცელდება საკითხზე.