გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ კორექტირდება- დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად არ მიიჩნევა. უმრავლესობის წევრები განმატავენ, რომ გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები ეხება თანხებს, რომელიც უცხოურ საელჩოებს თავიანთი ქვეყნებიდან თავიანთი საქმიანობისთვის ერიცხებათ და არა მათ მიერ გაცემულ გრანტებს, რომელიც კანონს ექვემდებარება. მესამე სექტორი კანონს კვლავ აკრიტიკებს. მათი თქმით, რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება და მედიაორგანიზაციები კვალვ ვერ შეძლებენ დაფინანსების მიღებას.