3 დაღუპული და 12 დაშავებული - უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში, რუსული ძალების მიერ სამგზავრო ავტობუსზე დრონით განხორციელებული თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელ;ებს. ალექსანდრ განჟას განმარტებით, ავტობუსი გაჩერებას უახლოვდებოდა, ამიტომ ადამიანები როგორც შიგნით, ასევე გაჩერებაზეც იმყოფებოდნენ.მისივე მტკიცებით, ეს არ იყო შემთხვევივით დარტყა, არამედ ეს იყო განზრახ ტერორი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.