ისრაელმა რკინიგზა და ხიდები დაბომბა, რომლებსაც “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” იყენებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
“გუშინ ჩვენმა პილოტებმა სატრანსპორტო თვითმფრინავები და ათობით ვერტმფრენი გაანადგურეს ირანის საჰაერო ძალების ბაზაზე. დღეს მათ რკინიგზა და ხიდები დაბომბეს, რომლებსაც “გუშაგთა კორპუსი” იყენებს…
„ისინი მათ იარაღის მასალის, თავად იარაღის და ძალების გადაზიდვის მიზნით იყენებენ, თავს გვესხმიან ჩვენ, შეერთებულ შტატებსა და რეგიონის ქვეყნებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, აღნიშნული ძალები, ასევე, ირანელი ხალხის რეპრესიას ახდენენ.
მისი თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმები “ირანელი ხალხის წინააღმდეგ არ იყო მიმართული”.