ალტე უნივერსიტეტში სასკოლო პროექტის, START-UP მარათონის, ფინალი გაიმართა - Palitra News

ალტე უნივერსიტეტში სასკოლო პროექტის, START-UP მარათონის, ფინალი გაიმართა

2026-04-08 10:10:38+04:00

ალტე უნივერსიტეტში სასკოლო პროექტის, START-UP მარათონის, ფინალი გაიმართა. კონკურსანტებმა თავიანთი ბიზნეს იდეები, რომლებზეც მენტორებთან ერთად მუშაობდნენ, ჟიურის წევრებს წარუდგინეს. მათ ათი ფინალისტიდან თავიანთი რჩეული გუნდები დაასახელეს. START-UP მარათონი ალტე უნივერსიტეტმა წელს მეოთხედ ჩაატარა. მასში მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები მონაწილეობენ. პროექტის მიზანი მოსწავლეებში მეწარმეობისა და ბიზნეს უნარების განვითარებაა.