აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივესალმები, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.
ფრიდრიხ მერცი მოლაპარაკებების პროცესში შუამავლობისთვის პაკისტანს მადლობას უხდის.
„ახლა მიზანს ომის საბოლოოდ დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტში ვართ“, - წერს მერცი X-ზე.