ისრაელის ოპოზიციის ლიდერი - ჩვენს ისტორიაში მსგავსი დიპლომატიური კატასტროფა არასდროს ყოფილა - Palitra News

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი - ჩვენს ისტორიაში მსგავსი დიპლომატიური კატასტროფა არასდროს ყოფილა

2026-04-08 10:37:55+04:00

ჩვენს ისტორიაში მსგავსი დიპლომატიური კატასტროფა არასდროს ყოფილა, - ასე ეხმაურება ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.

„ისრაელი მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ ყოფილა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხების შესახებ მიიღებოდა“, - აცხადებს ლაპიდი.

მისი თქმით, ნეთანიაჰუმ „დიპლომატიური და სტრატეგიული მარცხი განიცადა და მის მიერ დასახულ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია“.