კირ სტარმერი - აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს - Palitra News

კირ სტარმერი - აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს

2026-04-08 10:51:02+04:00

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ცეცხლის შეწყვეტას მხარი დავუჭიროთ და შევინარჩუნოთ, რომ ხანგრძლივ შეთანხმებად გადაიქცეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას“, - წერს სტარმერი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.