აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაძაბულობის დროებითი განმუხტვა შესაძლოა მოლაპარაკებების ახალ ეტაპად გადაიქცეს - მხარეები 10 აპრილს ისლამაბადში შეხვედრას გეგმავენ - Palitra News

აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაძაბულობის დროებითი განმუხტვა შესაძლოა მოლაპარაკებების ახალ ეტაპად გადაიქცეს - მხარეები 10 აპრილს ისლამაბადში შეხვედრას გეგმავენ

2026-04-08 12:15:38+04:00

აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაძაბულობის დროებითი განმუხტვა შესაძლოა მოლაპარაკებების ახალ ეტაპად გადაიქცეს - მხარეები 10 აპრილს ისლამაბადში შეხვედრას გეგმავენ, სადაც გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

პაკისტანის შუამავლობით, ვაშინგტონი და თეირანი უკვე შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების 2 კვირით შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, რაც ნავთობის გლობალური მიწოდებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ აღადგენს ნავიგაციას სტრატეგიულ სრუტეში. მისივე განმარტებით, აშშ-მა სამხედრო მიზნებს მიაღწია და მზადაა, პროცესი დიპლომატიურად გააგრძელოს.

ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საპასუხო დარტყმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მის წინააღმდეგ შეტევები სრულად შეწყდება. ამასთან, თეირანი განიხილავს ვაშინგტონის წინადადებებს, პარალელურად კი საკუთარი პირობების დაცვას ითხოვს, მათ შორის სანქციების მოხსნასა და უსაფრთხოების გარანტიებს.

დაძაბულობის დროებით შემცირებას უკვე მოჰყვა ეკონომიკური ეფექტიც - ბოლო მონაცემებით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რაც ბაზრის სტაბილიზაციის მოლოდინზე მიუთითებს.

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში