"ქართული ოცნება" მიმდინარე თვეში აშშ-სთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და სტრატეგიული პარტნიორობის "გადატვირთვას" პროგნოზირებს - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში - Palitra News

"ქართული ოცნება" მიმდინარე თვეში აშშ-სთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და სტრატეგიული პარტნიორობის "გადატვირთვას" პროგნოზირებს - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში

2026-04-08 12:16:59+04:00

„ქართული ოცნება“ მიმდინარე თვეში აშშ-სთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და სტრატეგიული პარტნიორობის "გადატვირთვას" პროგნოზირებს - თუმცა, ამის საპასუხოდ, აშშ-ის საელჩო სავარაუდო ვიზიტის შესახებ ოფიციალურ დეტალებს ამ ეტაპზე არ ადასტურებს. თავის მხრივ, მმართველი პარტია ქმედით ნაბიჯებს პირველ რიგში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ელოდება. ხელისუფლების ოპონენტები კი ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ და მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებენ. მათივე აზრით, ურთიერთობების გაუმჯობესების რეალური საფუძველი ამჟამად არ არსებობს.