მედია - ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, დილიდან ირანის მიერ გაშვებულ დრონებსა და რაკეტებს იგერიებენ - Palitra News

მედია - ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, დილიდან ირანის მიერ გაშვებულ დრონებსა და რაკეტებს იგერიებენ

2026-04-08 15:12:19+04:00

ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, დილიდან ირანის მიერ გაშვებულ დრონებსა და რაკეტებს იგერიებენ, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ქუვეითის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანის მიერ გაშვებული რამდენიმე დრონი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ელექტროსადგურების ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ირანის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს იგერიებენ“.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თეირანმა ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით დრონები მას შემდეგ გაუშვა, რაც დღეს დილით ლავანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა მოხდა.

გამოცემა Mehr-ის ცნობით, „მტრის თავდასხმა“ ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე განხორციელდა, თუმცა არავინ დაშავებულა.