ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა - Palitra News

ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

2026-04-08 15:42:21+04:00

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებგვერდზეა ასახული.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტი წარმოადგენს უკრაინას ინტერპოლში და ასევე უზრუნველყოფს მისი ვალდებულებების შესრულებას.

ცნობისთვის, მანამდე ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.