თბილისში ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებაა დაგეგმილი - რას აცხადებენ ადგილობრივები - Palitra News

თბილისში ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებაა დაგეგმილი - რას აცხადებენ ადგილობრივები

2026-04-08 15:55:07+04:00

თბილისში ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებაა დაგეგმილი. მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა. სახელმწიფოს განკარგულების თანახმად, 10-მდე ოჯახს საკუთრება ჩამოერთმევა. ბრძანებას ხელს აწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ პროექტი საზოგადოებრივი საჭიროების მქონეა. მაცხოვრებლები საკუთრების დათმობაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული კომპენსაცია, მიზერულია. სალომე ჯაფარიძე შეეცადა დეტალების გარკვევას.