თენგიზ შარმანაშვილი - მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი - მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას

2026-04-08 15:57:01+04:00

„ქართული ოცნება“ მიმდინარე თვეში აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე დიდ მოლოდინებს ამყარებს - მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, რომ მოლოდინების საფუძველს მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი და აპრილის თვეში აშშ-ის წარმომადგენელთა ჯგუფის ვიზიტი ქმნის. საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ, აშშ-ის საელჩო ამბობს, რომ ამ ეტაპზე გასავრცელებელი ინფორმაცია არ აქვს. "ქართული ოცნების" პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, ოპოზიცია ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს.