39 დღიანი კონფლიქტის შემდეგ პირველად, აშშ-სა და ირანს შორის, 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო - რა პირობებს მოიცავს მოლაპარაკებების ეტაპი - Palitra News

39 დღიანი კონფლიქტის შემდეგ პირველად, აშშ-სა და ირანს შორის, 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო - რა პირობებს მოიცავს მოლაპარაკებების ეტაპი

2026-04-08 15:58:58+04:00

39 დღიანი კონფლიქტის შემდეგ პირველად, აშშ-სა და ირანს შორის, 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. მოლაპარაკებების დაწყებას საფუძვლად, ჰორმუზის სრუტის გახსნა უნდა დაედოს. სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მისიას დაახლოებით 15 ქვეყანა გეგმავს. თუმცა, სადავო საკითხებს შორის კიდევ 15-მდე პუნქტია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უმეტეს ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია. შეთანხმების პრინციპებით კმაყოფილია თეირანი. ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ პირობები თეირანის ზოგად ინტერესებს შეესაბამება. ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება საერთაშორისო საზოგადოება. რა პირობებს მოიცავს მოლაპარაკებების ეტაპი?!