თბილისში ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებაა დაგეგმილი - მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა - Palitra News

თბილისში ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებაა დაგეგმილი - მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა

2026-04-08 22:08:46+04:00

თბილისში ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებაა დაგეგმილი. მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა. ბრძანებას ხელს აწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ პროექტი საზოგადოებრივი საჭიროების მქონეა. მაცხოვრებლები საკუთრების დათმობაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული კომპენსაცია, მიზერულია. ადგილობრივები საკუთარი საცხოვრებლის დასაცავად დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ.