"თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!” - ამ ლოზუნგით პარლამენტთან 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა და აქტივისტებმა 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს. მემორიალთან დადგმული ეკრანზე, 9 აპრილთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება შედგა, მოგვიანებით, 04:00 საათზე, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. მოქალაქეები დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილიდან სამოქალაქო მსვლელობებს გეგმავენ. საბოლოოდ კი, 20:00 საათზე, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან.