დღეს დიდი ხუთშაბათია, განსაკუთრებული დღე ვნების შვიდეულში - საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში დილიდან ლიტურგია შესრულდება - Palitra News

დღეს დიდი ხუთშაბათია, განსაკუთრებული დღე ვნების შვიდეულში - საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში დილიდან ლიტურგია შესრულდება

2026-04-09 10:00:19+04:00

დღეს დიდი ხუთშაბათია - განსაკუთრებული დღე ვნების შვიდეულში. საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში დილიდან ლიტურგია შესრულდება - წაიკითხავენ 12 გზის სახარებას. მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს, იესო ქრისტემ მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვის რიტუალი შეასრულა და მოწაფეები პირველად აზიარა.