„კვირის პალიტრის” ტრადიციაზე უნდა გიამბოთ. უკვე მრავალი წელია, რაც გაზეთი „კვირის პალიტრის” მკითხველი ბრწყინვალე ორშაბათს, გაზეთის ახალ ნომერთან ერთად, სააღდგომო საჩუქარს იღებს: ხატსა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლის სახით. ტრადიცია წელსაც გრძელდება.