9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მივიდნენ - ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა - Palitra News

9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მივიდნენ - ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა

2026-04-09 11:06:58+04:00

9 აპრილის მემორიალთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მივიდნენ.

მათ გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან მოჰყვა შეძახილები: „რუსებო“, „ქვეყნის გამყიდველებო”, „მონებო!“

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.

მანამდე 9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცავები მივიდნენ და მემორიალის გარშემო განლაგდნენ.

სამართალდამცავებმა მოქალაქეებს მემორიალის გარშემო ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.