9 აპრილის მემორიალთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, პოლიტიკოსები და აქტივისტები დილიდან, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მიდიან. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. მანამდე კი - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები და იქ მყოფი მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სავარაუდოდ, დაკავებულია ერთი მოქალაქეც. მაგდა ბლუაშვილი იმყოფება დილიდან ადგილზე.