საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს - Palitra News

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს

2026-04-09 12:35:13+04:00

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისსა და ბათუმში 3 პირია დაკავებული. ამოღებულია, „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტზე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიასა და საბაჟო გამშვები პუნქტ „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კი უკრაინის მოქალაქეა დაკავებული. დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.