ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში დღეს ჩავა - ინფორმაციას პაკისტანში ირანის ელჩი, რეზა ამირი მოგადამი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, ხოლო მასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა შანსს აძლევს დიპლომატიას, თუმცა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, ამერიკული მხარე მკაცრი რეაგირებით იმუქრება. მოლაპარაკების ეტაპი და პირობები - რას ამბობენ მხარეები?!