რატომ გაგრძელდება ეკონომიკური კრიზისი ომზე უფრო დიდხანს - Palitra News

რატომ გაგრძელდება ეკონომიკური კრიზისი ომზე უფრო დიდხანს

2026-04-09 13:41:45+04:00

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ გაგრძელდება ეკონომიკური კრიზისი ომზე უფრო დიდხანს. მსოფლიო მედია სულ უფრო მეტს საუბარობს იმაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება. ვერც დროებითი ზავი და ვერც ომის დასასრული დააბრუნებს იმ მოცემულობას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე იყო, როცა იაფი ნავთობი ფაქტობრივად ზღვად მოედინებოდა, ბიზნესი ვითარდებოდა, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები ასე თუ ისე იზრდებოდა. დანაკარგების აღდგენას კი საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ტანკერს სპარსეთის ყურიდან მომხმარებლამდე თვე-თვენახევარი სჭირდება. ომი კი სწორედ ამდენი ხნის წინ დაიწყო, შესაბამისად მსოფლიო მხოლოდ ახლა აღმოჩნდება იმ პრობლემის წინაშე, რასაც ნავთობის მიწოდების შეერხება ჰქვია, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დაკეტილი იყო. აპრილი მარტზე უარესი იქნება. ყველაზე მოკრძალებული გათვლებით დეფიციტი გაორმაგდება.- აცხადებს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი. ფატიხ ბიროლის თქმით, მოსალოდნელია მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდის შენელება, თუმცა უარესიც შეიძლება მოხდეს, მაგალითად საქმე იქამდე მივიდეს, რომ ქვეყნებმა ენერგორესურსების მოხმარებაზე შეზღუდვები და ნორმები დააწესონ. აქამდე ნავთობზე ფასი იზდებოდა იმ პირობებშიც კი, როც ტანკერებით, ჯერ კიდევ ომამდე გამოტანილი ნავთობის ჩვეული მოცულობის მიღება ხდებოდა, ამიტომ ახლა, როცა ნავთობი ფიზიკურად შემცირდება, ფასი არ შემცირდება იმ პირობებში კი, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს დაუყოვნებლივ გახსნის. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს სტატისტიკის სამსახური ვარაუდობს, რომ ომამდელ მდგომარეობამდე აღდგენას იდეალურ შემთხვევაში თვე-თვენახევარი დასჭირდება, ამიტომ ენერგორესურსების დეფიციტი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, წლის ბოლომდე გახანგრძლივდება. თუმცა ნავთობთან დაკავშირებით საქმე კიდევ უფრო მარტივადაა, თუ მყარი მშვიდობა დადგა, საუდის არაბეთი და სსხვა მომპოვებელი ქვეყნები სწრაფად შეძლებენ მოპოვების ზრდას. გაზის კრიზისი ნავთობზე უფრო რთულია. ომამდე, მთელი მსოფლიო დიდი ძალისხმევით გადადიოიდა თხევად გაზზე, რათა შეემცირებინა დამოკიდებულება რუსეთიდან, გაზსადენით მიღებულ აირზე. გაზი სულ უფრო იაფდებოდა, თანაც ის ქვანახშირზე უფრო იაფია და ენერგობალანსში მისი წილი სულ უფრო იზრდებოდა. ომმა ახლო აღმოსავლეთში კი ცხადყო თუ რამდენად სარისკო იყო ეს ნაბიჯი. ყატარზე, რომელიც ახლა სპარსეთის ყურეშია გამომწყდეული, თხევადი გაზის მსოფლიო მიწოდების 21% მოდის, ახლა მისი ჩანაცველბა ფაქტობრივად შეუძლებელია. მაშინ, როდესაც, ჰორმუზის ავლით, სახლემეთო გზით, ნავთობსადენებებით, ნავთობის ექსპორტირება გრძელდება, ყატარიდან თხევადი გაზის, ზღვით მიწოდების ალტერნატიული გზები არ არსებობს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმის, რომ ეკონომიკური კრიზისი ომზე დიდხანს გაგრძელდება.