ჯორჯია მელონი - იტალია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის აღსადგენად მუშაობს - Palitra News

ჯორჯია მელონი - იტალია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის აღსადგენად მუშაობს

2026-04-09 13:59:12+04:00

იტალია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის აღსადგენად მუშაობს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

„თუ ირანი შეძლებს და სრუტეში მიმოსვლაზე დამატებითი ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას მიიღებს, მაშინ ამას ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენას იტალიისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან ერთად ვმუშაობთ, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, რათა თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობები შევქმნათ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.