9 აპრილის მემორიალთან ვითარება დაძაბული იყო - რა მდგომარეობაა ადგილზე - Palitra News

9 აპრილის მემორიალთან ვითარება დაძაბული იყო - რა მდგომარეობაა ადგილზე

2026-04-09 15:46:12+04:00

თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან ვითარება დაძაბული იყო - ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ დაპირისპირებებს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის. კულტურის მინისტრის მოადგილეს, ბექა დავითულიანსა და სამოქალაქო აქტივისტს, მარიამ მეყანწიშვილს შორის ინციდენტი მას შემდეგ განვითარდა, რაც აქტივისტმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საპასუხოდაც მინისტრის მოადგილე აქტივისტს ხელით შეეხო.

მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპულთა პატივის მისაგებად მივიდნენ, თუმცა მათ გამოჩენას მოქალაქეთა მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ადგილზე შეკრებილთა ნაწილმა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები გამოთქვა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. ამის გამო პოლიციელებმა მემორიალის გარშემო კორდონი გააკეთეს და მოქალაქეებს ტერიტორიიდან გასვლისკენ მოუწოდეს, რამაც უკმაყოფილება გააძლიერა.

დაძაბულობას დაემატა რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის იმ პირის დაკავება, რომელიც მემორიალიდან გვირგვინების გატანას ცდილობდა. ამავდროულად, პარლამენტის მიმდებარედ მოქალაქეებს შორისაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

რა ვითარებაა 9 აპრილის მემორიალთან ამ წუთებში - ადგილზე მაგდა ბლუაშვილი იმყოფება.