დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად, სამების საპატრიარქო ტაძარში, წმინდა ბასილი დიდის წირვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. სამების ტაძარში დღეს არ შესრულდა ფეხთბანვის რიტუალი, რადგან მას აქამდე ტრადიციულად სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, ილია მეორე ასრულებდა. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.