თინა ბოკუჩავა - ქვეყანას ჰყავს ფსევდო ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს ღირებულებებს, რასაც ადამიანებმა 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს - დღესაც, ამ ღირებულებებისთვის იბრძვიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან - Palitra News

თინა ბოკუჩავა - ქვეყანას ჰყავს ფსევდო ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს ღირებულებებს, რასაც ადამიანებმა 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს - დღესაც, ამ ღირებულებებისთვის იბრძვიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან

2026-04-09 16:00:07+04:00

დღესაც, საფრთხეშია საქართველოს ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც 37 წლის ადამიანებმა ქვეყანას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს - დღესაც ამ უძვირფასესი და წმინდა ღირებულებებისთვის იბრძვიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, პროტესტს არ წყვეტენ და არ ეპუებიან იმას, რომ რუსეთმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისევ წაგვართვას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა.

ბოკუჩავას შეფასებით, „დღეს ქვეყანას ჰყავს ფსევდო ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს ღირებულებებს, რასაც ადამიანებმა 1989 წლის 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს“.

„უფრო მეტიც, დღეს საპყრობილეებში არიან გამომწყვდეული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარი ღირებულებების დასაცავად იბრძვიან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.