9 აპრილის მემორიალთან დღეს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო - Palitra News

9 აპრილის მემორიალთან დღეს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

2026-04-09 16:42:14+04:00

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უწყებას არავინ არ დაუკავებია.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით აქტივისტებსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების განმუხტვის მომენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი, ტერიტორიიდან წაიყვანეს.

როგორც ადგილზე მყოფმა სხვა აქტივისტებმა განაცხადეს, უცნობი მოქალაქე მათთან მივიდა და მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.