დღეს თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან ვითარება დაძაბული იყო - ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ დაპირისპირებებს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა დავითულიანსა და სამოქალაქო აქტივისტს, მარიამ მეყანწიშვილს შორის ინციდენტი მას შემდეგ განვითარდა, რაც აქტივისტმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საპასუხოდაც მინისტრის მოადგილე აქტივისტს ხელით შეეხო.ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალთან დაღუპულთა პატივის მისაგებად მივიდნენ, თუმცა მათ გამოჩენას მოქალაქეთა მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ადგილზე შეკრებილთა ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. ამის გამო პოლიციელებმა მემორიალს კორდონი შემოარტყეს და მოქალაქეებს ტერიტორიიდან გასვლისკენ მოუწოდეს, რასაც ასევე უკმაყოფილება მოჰყვა. ამავდროულად, პარლამენტის მიმდებარედ მოქალაქეებს შორისაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა - შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.