9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე წლისთავს ევროპული ქვეყნების საელჩოები ეხმაურებიან და ქართველ ხალხს მიმართ მხარდაჭერას უცხადებენ - Palitra News

9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე წლისთავს ევროპული ქვეყნების საელჩოები ეხმაურებიან და ქართველ ხალხს მიმართ მხარდაჭერას უცხადებენ

2026-04-09 20:24:57+04:00

9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე წლისთავს ევროპული ქვეყნების საელჩოები ეხმაურებიან და ქართველ ხალხს მიმართ მხარდაჭერას უცხადებენ. მათ განცხადებებში ხაზგასმულია, რომ ისინი გვერდში უდგანან ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. დღეს 9 აპრილის მემორიალი ევროპული ქვეყნების ელჩებმა ყვავილის გვირგვინებით შეამკეს. მათ გამოჩენას ადგილზე შეკრებილ მოქალაქეთა შორის პოზიტიური რეაგირება მოჰყვა.