საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ანაკლიის პორტის მშენებლობის აქტიური ფაზის დაწყებას აანონსებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გადაიხედა დადებული ხეშეკრულების პირობები, რის შემდეგაც პროექტის ღირებულება დაახლოებით 53 მილიონი დოლარით შემცირდა. ახლა მთავარი კითხვააა ვინ იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობის მთავარი ინვესტორი კომპანია, ამ დრომდე კითხვაზე საჯაროდ არ პასუხობს მმართველი გუნდი. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხის გააქტიურების მიზანი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.