"ოპოზიციური ალიანსი" ორთვიანი კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მოქალაქეებს შეხვდება - Palitra News

"ოპოზიციური ალიანსი" ორთვიანი კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მოქალაქეებს შეხვდება

2026-04-10 09:28:24+04:00

"ოპოზიციური ალიანსი" ორთვიანი კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მოქალაქეებს შეხვდება. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, კამპანიის ფარგლებში შეეცდებიან შიშის დაძლევას, რომელიც, მათი შეფასებით, წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა. პროცესის კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია იქნება, სადაც მათი განცხადებით, საზოგადოების ფართო მონაწილეობა უნდა დაფიქსირდეს.