პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტივისტებსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გუშინ რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირების განმუხტვის მომენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი, ტერიტორიიდან წაიყვანეს. ის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. აქტივისტმა პოლიციის შენობა დატოვა, თუმცა გუშინ მომხდარ ინცინდენტებზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გრძელდება.