მეუფე იობი - ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც დიდ საქმეებს მოიმოქმედებს, მოვესწრებით ამას - ასევე, ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის, ვალდებულები ხართ, ილოცოთ, მიკერძოებულად, ვიღაცისთვის კი არა, არამედ ზოგადად - Palitra News

მეუფე იობი - ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც დიდ საქმეებს მოიმოქმედებს, მოვესწრებით ამას - ასევე, ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის, ვალდებულები ხართ, ილოცოთ, მიკერძოებულად, ვიღაცისთვის კი არა, არამედ ზოგადად

2026-04-10 15:14:33+04:00

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას საქართველოს მომავალზე საუბრისას მონარქიის თემას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მისი შეფასებით, ქვეყანას მომავალში ეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც ერისთვის დამაბალანსებელი ძალა და ერთიანობის სიმბოლო იქნება.

მისივე თქმით, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მნიშვნელობა საზოგადოებრივ მეხსიერებაში კვლავ ცოცხლად რჩება და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ლიდერი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს და საზოგადოებაში სიმშვიდეს დაამკვიდრებს.

ქადაგებისას ყურადღება გამახვილდა მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხზეც. სასულიერო პირის განცხადებით, მორწმუნეებმა უნდა ილოცონ არა კონკრეტული პირის, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანისთვის. ღონისძიებას დავით ბაგრატიონიც ესწრებოდა.