როგორია საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები - Palitra News

როგორია საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები

2026-04-10 15:18:17+04:00

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას ელოდებიან და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების იმედი აქვთ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ბოლო პერიოდში პოზიტიური მოლოდინები გაიზარდა და დიალოგის გაღრმავების პერსპექტივა გამოიკვეთა.

მათივე ინფორმაციით, აპრილში ამერიკული დელეგაციის შესაძლო ვიზიტიც განიხილება, თუმცა აშშ-ის საელჩო დეტალებზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და ვიზიტს ოფიციალურად არ ადასტურებს.

ოპოზიცია აღნიშნულ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ისინი რეალურ საფუძველს მოკლებულია. მათი შეფასებით, ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა თავად ხელისუფლებას ეკისრება და მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ დემოკრატიული გარემოს გაძლიერების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.