თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს, 11 აპრილის 23:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება - 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც - Palitra News

თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს, 11 აპრილის 23:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება - 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც

2026-04-10 13:25:04+04:00

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს. 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.