ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა - Palitra News

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

2026-04-10 16:05:23+04:00

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის ცნობით, კობა ხაბაზი დაქირავებული მებრძოლი იყო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა.

„ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“, - ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხაბაზი უკრაინაში 2022 წლის მარტში პოლონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. მან საბრძოლო მომზადება გაიარა და 2026 წლის იანვრამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა და დაქირავებული მებრძოლის საქმიანობისთვის ანაზღაურების სახით 3.6 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.

რუსული მედია წერს, რომ ხაბაზზე ამჟამად საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.