პატიმრების შესაძლო გათავისუფლების საკითხის გააქტიურებამ საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია - საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თემის ხელისუფლებასთან განხილვა კვლავ შესაძლებელია - Palitra News

პატიმრების შესაძლო გათავისუფლების საკითხის გააქტიურებამ საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია - საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თემის ხელისუფლებასთან განხილვა კვლავ შესაძლებელია

2026-04-10 20:13:04+04:00

პატიმრების შესაძლო გათავისუფლების საკითხის გააქტიურებამ საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თემის ხელისუფლებასთან განხილვა კვლავ შესაძლებელია და პროცესზე მუშაობა გრძელდება.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საკითხი ჰუმანიტარულ ჭრილში განიხილება, რადგან პატიმრები საზოგადოების ნაწილი არიან და მათი ოჯახები ხშირად ეკლესიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ. ამ ეტაპზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.მეორე მხარეს, აქციების დროს დაკავებულთა მშობლები სკეპტიკურად აფასებენ ეკლესიის გავლენას და მიიჩნევენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სრულად ხელისუფლებაზე, კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული. მათი შეფასებით, საკითხის პერიოდული გააქტიურება შესაძლოა პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც იქცეს.