ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მძიმე დაზიანებები აქვს და მკურნალობას განაგრძობს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის უზენაესი ლიდერის გარემოცვასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ომის დაწყებისას ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერისა და მამამისის, ალი ხამენეის რეზიდენციაზე საჰაერო დარტყმის შედეგად სახისა და ფეხის მძიმე დაზიანებები მიიღო.
წყაროებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ მოჯთაბა ხამენეის სახე დასახიჩრებული აქვს, ხოლო ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მძიმე დაზიანება ერთ ან ორივე ფეხზე მიიღო.
ასევე, წყაროების განცხადებით, 56 წლის უზენაესი ლიდერი საღ გონებაზეა და ოფიციალურ პირებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს.