ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარის გარშემო იმოგზაურეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. არტემის 2-ის მისია უამრავ კრიტიკულ ეტაპს მოიცავდა - ატმოსფეროში შესვლიდან პარაშუტების გახსნამდე და ამ პროცესმა წარმატებით ჩაიარა.მისიის განმავლობაში ეკიპაჟმა საერთო ჯამში მილიონ კილომეტრზე მეტი დაფარა. მათმა ფრენამ ადამიანთა მიერ ოდესმე მიღწეულ მაქსიმალურ მანძილს გადააჭარბა - მათ შორის გადაასწრო Apollo 13-ის ეკიპაჟის რეკორდსაც, რომელიც 1970 წელს დამყარდა.მისიის ფარგლებში ჩატარდა კვლევებიც, რომლებიც დაეხმარება NASA-ს მომავალში ასტრონავტების მთვარეზე ცხოვრებისა და მუშაობისთვის მომზადებაში.