Associated Press - ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა - Palitra News

Associated Press - ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

2026-04-11 15:58:17+04:00

ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ისლამაბადში პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეჰბაზ შარიფს შეხვდა.

ვენსისა და შარიფის გარდა შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ასევე, პაკისტანის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოჰსინ ნაქვიმ და იშაქ დარიმ მიიღეს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, შეჰბაზ შერიფმა აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ძალისხმევის გაგრძელებას მოუთმენლად ელის“.

მანამდე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ირანის დელეგაციას შეხვდა.