დონალდ ტრამპის განცხადებით, ცარიელი ნავთობტანკერები აშშ-სკენ მიემართებიან - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, ცარიელი ნავთობტანკერები აშშ-სკენ მიემართებიან

2026-04-11 17:06:53+04:00

დონალდ ტრამპის განცხადებით, ცარიელი ნავთობტანკერები აშშ-სკენ მიემართებიან.

„დიდი რაოდენობით სრულიად ცარიელი ნავთობტანკერი, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე დიდია, ახლა აშშ-ში მოემართება, რათა ჩაიტვირთოს მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე „ტკბილი“ ნავთობით (და გაზით!)“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ-ს „იმაზე მეტი და მაღალი ხარისხის ნავთობი აქვს, ვიდრე რიგით მომდევნო ორ უმსხვილეს ნავთობის მომპოვებელ ეკონომიკას ერთად“.

„გელით. სწრაფი მიწოდება!“, - აცხადებს ტრამპი.