თბილისში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმი დროებით შეიცვალა. მეტრო 11 აპრილის 24:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს, ხოლო 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.
ასევე უფასოდ იმუშავებს სპეციალური ავტობუსები, რომლებიც 12 და 13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებენ. სხვადასხვა მარშრუტი ქალაქის ძირითად წერტილებს დააკავშირებს სასაფლაოებთან.
მუხადგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით ტრანსპორტი „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან და სადგურის მოედნიდან გაემართება. ღრმაღელესკენ ავტობუსები „სარაჯიშვილიდან“ გავლენ. კუკია-მახათას მიმართულებით მარშრუტები სადგურის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან დაიძრება.
ვარკეთილის სასაფლაოსთან მისვლა შესაძლებელი იქნება როგორც მეტრო „ვარკეთილიდან“, ისე მესამე მასივიდან. საბურთალოს სასაფლაოსკენ ავტობუსები „დელისიდან“ გავა, ხოლო ვაკის სასაფლაოს დამატებითი მარშრუტები არ დაემატება, რადგან იქ ტრანსპორტი ისედაც ინტენსიურად მოძრაობს.
თბილისის ზღვის მიმართულებით დამატებით იმოძრავებს მარშრუტი 360, რომელიც შესაბამის ტერიტორიას მოემსახურება.