ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ჰაჯი ბაბაეის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე თეირანისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზეწ დაყრდნობით ავრცელებს.
მისი მტკიცებით, სრუტე მთლიანად ირანის ხელშია და მისი გადასახადის გადახდა ირანულ ვალუტაში, რიალში უნდა განხორციელდეს.
ცნობისთვის, პაკისტანში ირანთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს ჰორმუზის სრუტე არ უხსენებია. აშშ-სა და ირანს შორის არსებული პირობითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მთავარი ნაწილი გემების სრუტეში უსაფრთხოდ გავლაა.