დონალდ ტუსკი პიტერ მადიარს - ვფიქრობ, თქვენზე ბედნიერი ვარ - უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა კვლავ ერთად, რუსებო, სახლში წადით - Palitra News

დონალდ ტუსკი პიტერ მადიარს - ვფიქრობ, თქვენზე ბედნიერი ვარ - უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა კვლავ ერთად, რუსებო, სახლში წადით

2026-04-13 09:23:56+04:00

უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა კვლავ ერთად!, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დიდებული გამარჯვება, ძვირფასო მეგობრებო! Ruszkik haza! (რუსებო, სახლში წადით!)“, - წერს ტუსკი X-ზე.

ასევე, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერს პიტერ მადიარს ესაუბრება.

„პიტერ, ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, თქვენზე ბედნიერი ვარ“, - მიმართავს ტუსკი მადიარს.