შეცვლილი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში - ქვეყანა ახალი პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია. ხმების დაახლოებით 100%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ ხმების 53.06% მიიღო. მოქმედმა მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ კი 38.43%. ამ მონაცემებით, „ტისა“ პარლამენტში 138 მანდატს გააკონტროლებს, „ფიდესი“ - 55-ს. გამარჯვება მხარდამჭრრებთან ერთად უკვე იზეიმა პიტერ მაგიარმა, რომელმაც უნგრელ ხალხს დაუღალავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, უნგრეთის ისტორიაში იწყება ახალი ეტაპი, რომელიც ქვეყანას ახალ დიდებას მოუტანს. რაც შეეხება არჩევნებში დამარცხებულ ვიქტორ ორბანს - მან კონკურენტს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ორბანი ამბობს რომ არჩევნებზე დამდგარი შედეგი მისთვის და მისი პარტიისთვის ცხადი და ამავედროს არასასიამოვნოა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში რეკორდულად ბევრმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.